„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25(32), 02/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 200.230.100.05.001.000.590
  • Word
2106
22/06/1999
სსმ, 25(32), 02/07/1999
200.230.100.05.001.000.590
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I.საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ კანონით დადგენილი წესი ვრცელდება დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისათვის არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

    მუხლი 61. გარდამავალი დებულებანი

1. 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის დაწყებამდე დარიცხული საურავების გადახდა განევადოთ იმ საწარმოებს, რომელთა მიმართ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ.

2. დარიცხული საურავების გადახდა მოხდეს ცალკე გრაფიკით, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამ საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                  ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

2106IIს