დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საფელდეგერო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 140111, 14/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.034.016026 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №12
2011 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საფელდეგერო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის ,,დ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საფელდეგერო მომსახურების ტარიფები (დანართი №1), იმ პირისათვის, რომლის გზავნილის რაოდენობა ერთი კალენდარული თვის განმავლობაში არ აღემატება 3000 ცალ გზავნილს.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საფელდეგერო მომსახურების ტარიფი (დანართი №2) იმ პირისათვის, რომლის გზავნილის რაოდენობა ერთი კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 3000 ცალ გზავნილს.
3. ამ ბრძანებით განსაზღვრული ტარიფები არ ვრცელდება იმ ამანათებზე, რომელთა გადატანა საჭიროებს სპეციალური კონტეინერის ან დამატებითი აღჭურვილობის გამოყენებას.
4. საფელდეგერო მომსახურების ტარიფი, რომელიც დაკავშირებულია გრიფით ,,სასწრაფო“ გზავნილის გადატანასთან, განისაზღვრება ამ ბრძანებით დადგენილი ტარიფის სამმაგი ოდენობით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაინტერესებულ პირთან საფელდეგერო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების დადებისას გაითვალისწინოს ამ ბრძანებით განსაზღვრული ტარიფები.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
| № | გზავნილის წონა | გამგზავნი პუნქტი | მიმღები პუნქტი | ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით) ლარი |
| 1 | 50 გრ-მდე | თბილისი | თბილისი | 2,.50 |
| თბილისი | ადმინისტრაციული ერთეული | 4,.30 | ||
| ადმინისტრაციული ერთეული | თბილისი | |||
| ადმინისტრაციული ერთეული | ადმინისტრაციული ერთეული | |||
| 2 | 100 გრ-მდე | თბილისი | თბილისი | 3,00 |
| თბილისი | ადმინისტრაციული ერთეული | 4,80 | ||
| ადმინისტრაციული ერთეული | თბილისი | |||
| ადმინისტრაციული ერთეული | ადმინისტრაციული ერთეული | |||
| 3 | 150 გრ-მდე | თბილისი | თბილისი | 3,50 |
| თბილისი | ადმინისტრაციული ერთეული | 5,30 | ||
| ადმინისტრაციული ერთეული | თბილისი | |||
| ადმინისტრაციული ერთეული | ადმინისტრაციული ერთეული | |||
| 4 | 200 გრ-მდე | თბილისი | თბილისი | 3,80 |
| თბილისი | ადმინისტრაციული ერთეული | 5,60 | ||
| ადმინისტრაციული ერთეული | თბილისი | |||
| ადმინისტრაციული ერთეული | ადმინისტრაციული ერთეული | |||
| 5 | 300 გრ-მდე | თბილისი | თბილისი | 4,00 |
| თბილისი | ადმინისტრაციული ერთეული | 6,40 | ||
| ადმინისტრაციული ერთეული | თბილისი | |||
| ადმინისტრაციული ერთეული | ადმინისტრაციული ერთეული | |||
| 6 | 400 გრ-მდე | თბილისი | თბილისი | 4,50 |
| თბილისი | ადმინისტრაციული ერთეული | 7,20 | ||
| ადმინისტრაციული ერთეული | თბილისი | |||
| ადმინისტრაციული ერთეული | ადმინისტრაციული ერთეული | |||
| 7 | 500 გრ-მდე | თბილისი | თბილისი | 5,50 |
| თბილისი | ადმინისტრაციული ერთეული | 8,00 | ||
| ადმინისტრაციული ერთეული | თბილისი | |||
| ადმინისტრაციული ერთეული | ადმინისტრაციული ერთეული | |||
| 8 | 500 გრ-დან 1 კგ-მდე ყველა სრულ და არასრულ 100 გრ-ზე | თბილისი | თბილისი | 1,00 |
| თბილისი | ადმინისტრაციული ერთეული | 1,00 | ||
| ადმინისტრაციული ერთეული | თბილისი | |||
| ადმინისტრაციული ერთეული | ადმინისტრაციული ერთეული | |||
| 9 | 1 კგ-ზე ზევით ყველა სრულ და არასრულ 1 კგ-ზე | თბილისი | თბილისი | 4,00 |
| თბილისი | ადმინისტრაციული ერთეული | 5,00 | ||
| ადმინისტრაციული ერთეული | თბილისი | |||
| ადმინისტრაციული ერთეული | ადმინისტრაციული ერთეული |
* ადმინისტრაციული ერთეული – საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული (თბილისის გარდა).
დანართი №2
| გზავნილის რაოდენობა | გამგზავნი და მიმღები პუნქტი | ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით) ლარი |
| 1 ცალი | თბილისი ან/და ადმინისტრაციული ერთეული | 1,80 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები