დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 130111, 13/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.08.002.016137 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №16
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულების (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ. 1168) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ვიზა – დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას შემოვიდეს და/ან იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია;“;
ა.ბ) „ტ“ ქვეპუნქტში სიტყვების: „საკონსულო დაწესებულება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო),“;
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები:
„4. იმ პირთა წრე (კატეგორია), რომელთათვის ორდინალური ვიზის გაცემის საკითხი სააგენტოს მიერ უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმებით.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოთხოვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს დასკვნას უცხოელისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობასთან დაკავშირებით.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 5 დღის ვადაში დასკვნის მიუღებლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემის საკითხის დამაბრკოლებელი გარემოებები და სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის საკითხზე.“;
გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზა გაიცემა სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.“;
დ) მე-9 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღის ან 90 დღემდე მოქმედების ვადით.“;
ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სასწავლო ვიზა
სასწავლო ვიზა გაიცემა 360 დღის მოქმედების ვადით უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.“;
ვ) მე-11 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მოსაკრებელი, ბაჟი, საფასური და ჯარიმები
1. საქართველოს ვიზის გაცემისათვის უცხოელები იხდიან საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში – სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზის გაცემისათვის – მომსახურების საფასურს „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
ზ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობა არ აბრკოლებს სააგენტოს მიერ უცხოელზე საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემას. უცხოელზე, რომელიც საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართავს სააგენტოს, საქართველოს ვიზა გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შემთხვევაში.“;
თ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ვიზის გამცემ ორგანოში ავსებს სავიზო განცხადება-ანკეტას (შემდეგში – სავიზო ანკეტა) ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, გარდა სააგენტოში წარსადგენი სავიზო ანკეტისა, რომლის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.“;
ი) მე-14 მუხლს:
ი.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემისას სააგენტოს მიერ მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, 1 ფერადი ფოტოსურათი (3X4 სმ) და „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“;
ი.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:
„61. ვიზის გამცემი ორგანოები უზრუნველყოფენ მათ მიერ გაცემულ ვიზებთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთმანეთისათვის ხელმისაწვდომობას.
62. ვიზის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
კ) მე-17 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 – მე-9 პუნქტები;
ლ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოქმედი ვიზის გადატანა და აღდგენა ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე გაცემული მოქმედი ორდინალური ვიზის – სააგენტოს მიერ.“;
მ) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ვიზის გაცემის პირობების არარსებობის შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.“;
ნ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სააგენტოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის ფორმა, რომელიც არის ერთიანი ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;
ო) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მოსაკრებელი/საფასური/ბაჟი – ვიზის მფლობელის მიერ გადახდილი მოსაკრებელი/საფასური/ბაჟი (თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირები არიან სრულწლოვანები, მაშინ ვიზაში იწერება ერთიანი თანხა);“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 17 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები