”დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-3
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 330120000.35.156.016033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-3
12/01/2011
ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
330120000.35.156.016033
”დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/01/2011 - 31/01/2011)

”დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №1-3

2011 წლის 12 იანვარი

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/ მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. პირველ მუხლს დაემატოს ი) ქვეპუნქტი.

ი) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5-მ-ისა და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. განისაზღვროს პირველ კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას:

ა) 60მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშიანების ჯამური ფართობის, 5 მ-დე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

 ბ) 20მ3-მდე მოცულობის 10 მ-დე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10- მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;

დ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

ე) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისთვის ტრანშეის /თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);

ვ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;

ზ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი 2,5მ-მდე სიმაღლისა და 6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან /და დანადგარები;

თ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;

 ი) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავჯდომარე                                                                                             . მგელაძე