დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ”გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ

  • Word
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ”გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-2
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.156.016032
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-2
12/01/2011
ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
020080000.35.156.016032
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ”გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (18/01/2011 - 31/01/2011)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №1-2

2011 წლის 12 იანვარი

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ

 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე პუნქტების თანახმად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 513, 533, 55, 552, 553, 60-ის პირველი ნაწილი, 1191,135,1351, 145, 1461, 148, 150, 1501, 151,152, 1522,1534, 159,1591 მუხლები.

2. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1).

3. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების წესი (დანართი №2).

4. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3).

5. ადმინისტრაციულსამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

6. კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების კომისიას (დავით დაუთაშვილი).

7. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმდომარე                              . მგელაძე

 

დანართი №1

 

ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე

 

1. --------------------------------------------------------------- 2. ---------------------------------------------

 შედგენის თარიღი (რიცხვი,თვე,წელი)                                                         შედგენის ადგილი

 

3. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი.

 

4. დამრღვევის: ა) პირადობის დამადასტ. დოკუმენტის სერია № ან პირადი №---------------------

 

ბ) გვარი------------------------------------

 

გ) სახელი -------------------------- დ) დაბ. თარ. ---------------------------------- ე) სამუშაო ადგილი ----

 

------------------------------------------------------------------- ვ) მისმართი: -----------------------------------

 

5. სამმართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: მუხლი ------------------------ ნაწილი -------

 

ქვეპუნქტი-------------------------

 

7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი თუ არის: -----------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი თუ არის: ----------------------------------------------

 

9. ოქმს თან ერთვის ----------------------------------------------------------------------------------------------

 

მოწმე (თუ არის): --------------------------------------- დაზარალებული (თუ არის): ----------------------

                                                       ხელმოწერა                                                                               ხელმოწერა

 

 ოქმის შემდგენი: ---------------------------- სამართალდამრღვევი: -------------------------------------

                                            ხელმოწერა                           ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

 

 

 

 

დანართი №2

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსებისა და გამოყენების წესი

    მუხლი 1

 ეს წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმას და შევსების წესის სამართლებრივ მექანიზმებს.

    მუხლი 2

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1) შევსებული სახით გადაეცემა სამართალდამრღვევს ოქმის ხელმოწერისთანავე, ხოლო მისი მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელს.

    მუხლი 3

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა) შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) სამართალდამრღვევის პირადი ნომერი;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;

ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები.

 

დანართი №3

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციულსამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

2. ადმინისტრაციულსამართალდარღვევის ოქმის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.

    მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადება და დამცავი ნიშნები

1. ადმინისტრაციულსამართალდარღვევის ოქმი მზადდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებული იქნეს დმანისის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა მკრთალ ფერში, გამოსახული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკის მთლიან ფონზე.

5.დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.

    მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთან.

    მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმიფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.

    მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.