აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 240111, 24/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 12/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016015
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
10/01/2011
ვებგვერდი, 240111, 24/01/2011
010250040.35.102.016015
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
აჟარის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/01/2011 - 05/09/2014)

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2011 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         ს. გურჩიანი

დანართი №1

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

 სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

 ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას;

 გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას;

 დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;

 ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვასა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;

 ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.