დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 130111, 13/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.117.016034 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №01
2011 წლის 10 იანვარი
ქ. ამბროლაური
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებით (სსმ V, 30.07.2010წ; №3; მუხ.41) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამგებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ ბრძანებას გამოსცემს:
ა) სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდთოვლობა, მეწყერი და ა. შ) სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისათვის;
ბ) ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის და ეპიდემიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისათვის;
გ) სხვადასხვა სახის კატასტროფების და გადაუდებელი ხასიათის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისათვის;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შესაბამის ვადაში შესრულებისათვის;
ე) ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის, თუ ობიექტური მიზეზით რომელიმე მუხლში წარმოიქმნა სახსრების დეფიციტი;
ვ) სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო ღონისძიებების დაფინანსებისათვის, თუ მისთვის გათვალისწინებული გადასახდელები ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.“
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები