დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებაში, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’, ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/1 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 170111, 17/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.157.016032 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1/1
2011 წლის 10 იანვარი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებაში, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’, ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების პირველ მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს 3184.7 ათასი ლარით (დანართი №1; 3;)”.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების მე-2 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვროს 3184.7 ათასი ლარით (დანართი №2; 4; 5;)”.
3. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების მე-3 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მინიმალური სოციალური პაკეტი განისაზღვროს 174.0 ათასი ლარით, მათ შორის: 86.4 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 87.6 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრებიდან. განსაზღვრული 174.0 ათასი ლარით დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარება;
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალურად დაუცველი გარდაცვალებულის ოჯახების დახმარება, რომელსაც მინიჭებული აქვს 70000-მდე სარეიტინგო ქულა, 100 ლარის ოდენობით;
გ) დიდი სამამულო ომის მონაწილეების გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის 250 ლარის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, ავღანეთის ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებულ მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის 100 ლარის ოდენობით;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის 100 ლარის ოდენობით;
ე) ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე (16 წლამდე) 10 ლარის ოდენობით;
ვ) უდედმამო ბავშვების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით;
ზ) გადაუდებელი აუცილებლობისას, უბედური შემთხვევების და სხვა დახმარებები ნატურალური თუ ფულადი ფორმით;
თ) უმწეოთა და ხანდაზმულთა სუბსიდირებისათვის 40,0 ათასი ლარი;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მშობიარეების თანადაფინანსება თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნული მუხლი №3 ძალაში შევიდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შემდეგ.”.
4. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების მე-5 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაზღვრულ 185,0 ათას ლარს დაემატოს 2010 წელს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ნაშთად დარჩენილი სახსრებიდან 35.6 ათასი ლარი; სულ განისაზღვროს 220.6 ათასი ლარი და დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და უსაფრთხო გარემოს დაცვის ცენტრის სუბსიდირება განისაზღვროს 70,0 ათასი ლარით.;
ბ) სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურისათვის განისაზღვროს 63,0 ათასი ლარი, მათ შორის, სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის 2,0 ათასი ლარი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური ღონისძიებები დაფინანსდეს 87,0 ათასი ლარით.”.
5. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების მე-6 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ქ. თეთრიწყაროს და მანგლისის მუსიკალური სკოლების სუბსიდირებისათვის განისაზღვროს 58,5 ათასი ლარი, მათ შორის: თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლას 47,0 ათასი ლარი მანგლისის სამუსიკო სკოლას 11,5 ათასი ლარი.”.
6. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილების მე-11 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის სუბსიდირებისათვის განისაზღვროს 100,0 ათასი ლარი. მათ შორის თვეში თითოეული ბავშვზე 25-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო დევნილ და სოციალურად დაუცველ ბავშვებზე სრული დაფინანსება.”.
7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს 11¹-ა მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11¹. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს ხარჯებისათვის გამოიყოს 35.0 ათასი ლარი და დაფინანსდეს შემდეგი პროექტები:
ა) პოლიციის სუბსიდირება 20,0 ათასი ლარით;
ბ) თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოსათვის მოძრავი ჩამწერი ვიდეოკამერის და მისი მოწყობილობის შეძენა 15,0 ათასი ლარით.”.
8. ამოღებულია მე-17 მუხლი.
9. შეტანილი იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის
№13/1 დადგენილების მე-18 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა გზების მოვლა- შენახვისათვის განისაზღვროს 4.9 ათასი ლარი.“.
10. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს მე-18¹ მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18¹. 2010 წლის 13 იანვრის საქართველოს მთავრობის №40 განკარგულებაში 2010 წლის 3 ივლისის საქართველოს მთავრობის №874, 10 აგვისტოს №1064, 23 აგვისტოს №1104, 8 დეკემბრის №1571 განკარგულებებით შეტანილი ცვლილებების და დამატებების თანახმად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხული 700.0 ათასი ლარით დაფინანსდეს დარჩენილი სამუშაოები:
ა) ქ. თეთრიწყაროში აღმაშენებლის ქუჩის ნაწილის მოასფალტება – 5.1 ათასი ლარი;
ბ) ქ.თეთრიწყაროში შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, 9 აპრილის ქუჩების ნაწილის მიწისქვეშა კომუნიკაციების და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის მოწესრიგება – 3.7 ათასი ლარი;
გ) დაბა მანგლისში დადიანის, ლესელიძის, კლდეკარის, ჭავჭავაძის ქუჩების ნაწილის მოასფალტება და ორმული შეკეთება - 8.5 ათასი ლარი.
დ) ქ. თეთრიწყაროს რუსთაველის, ჭავჭავაძის, 9 აპრილის, გორგასლის, მუსხელიშვილის ქუჩების და სოფ. ფარცხისის ცენტრალური მაგისტრალის გარე განათების მოწყობა – 49,0 ათასი ლარი;
ე) ქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქუჩა №35-ში მდებარე შენობის შესასვლელის აღდგენა 0.2 ათასი ლარი.“.
11. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს 18² მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18². თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2009 წლის 28 დეკემბრის №15/1 დადგენილების 8² მუხლით განსაზღვრული სამუშაო, კერძოდ: სოფელ კოდაში გამავალი ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილის კეთილმოწყობის დარჩენილი სამუშაო დაფინანსდეს 68.3 ათასი ლარით.“.
12. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს 18³ მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18³. სოფელ კოდაში გამავალი ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის დარჩენილი ნაწილის:
ა) კეთილმოწყობისათვის გამოიყოს 70,0 ათასი ლარი;
ბ) გარე განათებისათვის გამოიყოს 50,0 ათასი ლარი.“.
13. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს 184 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„184. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოების თანადაფინანსების თანხა განისაზღვროს 260.0 ათასი ლარით.
14. ამოღებულია მე-19 მუხლი.
15. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 26 ნოემბრის №13/1 დადგენილებას დაემატოს 20¹ მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20¹. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიურ რესბუბლიკებსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადაცემული თანხებიდან აუთვისებელი თანხები დაბრუნებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
16. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები