,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016043
  • Word
1/ნ
06/01/2011
ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
040030000.22.022.016043
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1/ნ

2011 წლის 6 იანვარი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ”

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს 74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს 74/ნ ბრძანებაში (სსმ III, 24.08.2010, №103, მუხ.1554) შევიდეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს უფროსის მოვალეობებს ასრულებს უფროსის პირველი მოადგილე.

12. უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

13. უფროსის პირველ მოადგილის და მოადგილეების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს უფროსი.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი