„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016072
  • Word
1
10/01/2011
ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
040030000.22.027.016072
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 1

2011 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №172, მუხ. 2534 ) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. გენერალური დირექტორი კონკურსის ჩატარებამდე პირის ეროვნული არქივის თანამშრომლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე, აგრეთვე ეროვნული არქივის სისტემაში თანამშრომლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანამდე (მათ შორის, სამსახურებრივ დაწინაურებამდე) შესაბამის ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი