დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 08/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 120111, 12/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.160.016035 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №52
2011 წლის 8 იანვარი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში და ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით (დანართი 1).
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
დანართი 1
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის
მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარი) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2480 |
| 2 | ქალაქის მერი | 2480 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე | 1500 |
| 4 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1400 |
| 5 | ქალაქის მერის მოადგილე | 1250 |
| 6 | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 900 |
| 7 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 710 |
| 8 | სამსახურის უფროსის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის და მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 550 |
| 9 | მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მერიის რწმუნებული | 470 |
| 10 | მთავარი სპეციალისტი | 480 |
| 11 | წამყვანი სპეციალისტი | 460 |
| 12 | უფროსი სპეციალისტი | 440 |
| 13 | სპეციალისტი | 420 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები