დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 200111, 20/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016041 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 3 იანვარი
დ.ხარაგაული
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში
( სსმ V, №65 . 2010 წლის 17 დეკემბერი, მუხლი 1965)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ქვეპუნქტისა და „თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19 4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად“.
2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის „ბ“ ქვეპუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მას არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე .
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები