დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 200111, 20/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.128.016033 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/01/2011 - 04/04/2011)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №1
2011 წლის 3 იანვარი
დაბა ხარაგაული
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განისაზღვროს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადაღების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი №1
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდევინების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დადგენილება ადგენს „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობასა და მისი გადახდის წესს.
2. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ საინფორმაციო მომსახურებაზე, რომლის გაწევისათვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილია საფასური.
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების ცნება
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღება არის საჯარო ინფორმაციის დედნიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების გარეშე ინფორმაციის ზუსტად გადატანა (ჩაწერა, გადაღება) ინფორმაციის მატარებელზე (ფურცელი, კომპაქტური დისკი, დისკეტა, აუდიო- და ვიდეოკასეტა).
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ცნება
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც იხდის საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირი შესაბამისი ორგანოს მიერ ასლის გადაღებისათვის.
მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები არიან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირები.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანო, თუ მის მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა აღემატება 50 ლარს.
მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;
ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;
გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს;
დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს;
ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს;
ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.
მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
მუხლი 7. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საბანკო დაწესებულების მეშვეობით როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლი გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები