დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 170111, 17/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.104.016044 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებულ წესში:
1. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი;
2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი პირს უზუფრუქტით გადაეცემა სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. უზუფრუქტით გადაცემული ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, თუ ნივთი გაქირავებული ან იჯარით იყო გაცემული, ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობის მონაწილე.“
3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატემოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები