"თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.016163
  • Word
8
05/01/2011
ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
300010000.10.003.016163
"თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 8

2011 წლის 5 იანვარი

. თბილისი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის 131 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის 131 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, 82, მუხლი 881) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის თ.ბ, თ.გ და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ.ბ) ორგანიზატორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მითითების შესაბამისად, თიზის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული პორტალების მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი), რომელშიც აგრეთვე სავალდებულოა, აისახოს პორტალებში საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა-დანადგარების განთავსების სიტუაციური გეგმა;

თ.გ) ორგანიზატორის მიერ თიზის შექმნის ვალდებულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გარანტიის 10%-ის ოდენობით, რომლის ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო მოქმედების ვადა უნდა დაიწყოს თიზის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, და რომელიც უნდა მოქმედებდეს თიზის ფუნქციონირების დაწყების პირველი დღის ჩათვლით, ან საქართველოში მდებარე სულ მცირე იმავე ღირებულების მაღალლიკვიდური უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის ან იმავე ოდენობის თანხის სახაზინო დეპოზიტზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) სსიპ – შემოსავლების სამსახურთან შეათანხმოს თიზის მოწყობის გეგმის ის ნაწილი, რომლის მოთხოვნებიც რეგულირდება თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით.;

ბ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

14. ორგანიზატორის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციას (ჩამოჭრას) მის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

15. ორგანიზატორის მიერ თიზის მოწყობასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს საბანკო გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციას (ჩამოჭრას) მის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად..

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ფიზიკურად შემოწმდება და დადასტურდება თიზის შესაბამისობა თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს თიზში საწყობის მოწყობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საწყობის, თავისუფალი საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით საწყობის საქმიანობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7. თიზში საქონლის შენახვისა და კონტროლის წესი განისაზღვრება თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით..

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისათვის ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, სარგებლობაში თხოვების ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს თიზის სააგენტოს ან თიზში დამოუკიდებლად არსებულ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობებს კეთილმოწყობილი სამუშაო ფართობი, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად საქონლის დათვალიერებისათვის, სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად საჭირო შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ფართობი გონივრულ ფარგლებში.;

ბ) მე-6 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) დარეგისტრირდნენ მოცემული თიზის გადამხდელად გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად;.

4. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე ახდენს თიზის საწარმოს თიზის გადამხდელად რეგისტრაციას გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად;.

5. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ლიკვიდაციის დროს თიზის სააგენტო და ადმინისტრატორი ვალდებული არიან კოორდინაცია გაუწიონ თიზის საწარმოების მიერ სასაქონლო-მატერიალური ნაშთების ინვენტარიზაციასა და მარაგების დეკლარირებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური