დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კალოვას სათავე ნაგებობებიდან "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" საკუთრებაში არსებული ბჟუჟა ჰესის სადაწნეო აუზამდე მისასვლელი გზის, დერივაციისა და სათავე ნაგებობების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ~ საკუთრებაში არსებული რიცეულა ჰესის მილსადენთან მისასვლელი გზებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 100111, 10/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390040000.10.003.016158 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №1
2011 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კალოვას სათავე ნაგებობებიდან „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული ბჟუჟა ჰესის სადაწნეო აუზამდე მისასვლელი გზის, დერივაციისა და სათავე ნაგებობების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული რიცეულა ჰესის მილსადენთან მისასვლელი გზებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, მდინარე კალოვას სათავე ნაგებობებიდან ბჟუჟა ჰესის სადაწნეო აუზამდე მისასვლელი გზის, დერივაციის, სათავე ნაგებობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად ოზურგეთის სატყეო უბნის შემოქმედის სატყეოს №14 კვარტალის №2,5,6,7,10,12 ლიტერებიდან – 1.28 ჰა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რიცეულა ჰესთან მისასვლელი გზებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად ამბროლაურის სატყეო უბნის ღვიარას სატყეოს №50 კვარტალის №21 ლიტერიდან, №48 კვარტალის №2,27,31 ლიტერებიდან, №34 კვარტალის №23,24,25,21,26,22 ლიტერებიდან, №30 კვარტალის №24, 21,19,25 ლიტერებიდან, სადმელის სატყეოს №41 კვარტალის №1, 7,6,5,3 ლიტერებიდან, №43 კვარტალის №2,4,5,13,12,8 ლიტერებიდან და №44 კვარტალის №9,10,6 ლიტერებიდან – 6.58 ჰა, სულ – 7.86 ჰა მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.
მუხლი 2. ამ დადგენილების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები