დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საკურორტო ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების მიზნით ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 100111, 10/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390040000.10.003.016159 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №2
2011 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
საკურორტო ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების მიზნით ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება და ბაღდათის მუნიციპალიტეტის კურორტ საირმეში საკურორტო ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების მიზნით სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ბაღდათის სატყეო უბნის საირმის სატყეოს №№2,3,5,9,10,16,17,28, 31,32 კვარტალებიდან 458310.4 მ2 მიწის ფართობი, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ვანის სატყეო უბნის საირმე-ვანის სატყეოს №№1,21,23,24,26, 31,36,37 კვარტალებიდან 168277.5 მ2, სულ – 626587.9 მ2 მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან (დანართის მიხედვით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვისათვის.
მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ დადგენილების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
ბაღდათის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კურორტ საირმეში საკურორტო ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების მიზნით სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდიდან ამოსარიცხი ფართობების ნუსხა
| მუნიციპალიტეტი | სატყეო უბანი | სატყეო | კვარტალი | ნაკვეთი | ფართობი კვ.მ |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 36 | 2 | 100 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 36 | 4 | 208.8 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 36 | 6 | 275.3 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 36 | 7 | 28294.5 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 36 | 8 | 127.5 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 36 | 9 | 258.2 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 36 | 10 | 1593.3 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 37 | 11 | 152.5 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 21 | 30 | 44863.1 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 31 | 17 | 4634.8 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 31 | 18 | 151.2 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 31 | 20 | 5767.1 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 26 | 25 | 251.7 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 26 | 28 | 17485.8 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 26 | 29 | 1687.9 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 23 | 29 | 8662.4 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 23 | 30 | 8963.7 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 26 | 30 | 13923.4 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 24 | 30 | 28650.8 |
| ვანი | ვანი | ვანი-საირმე | 1 | 34 | 2225.5 |
| 168277.5 | |||||
| მუნიციპალიტეტი | სატყეო უბანი | სატყეო | კვარტალი | ნაკვეთი | ფართობი კვ.მ |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 31 | 1 | 1043.6 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 31 | 3 | 1310 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 32 | 3 | 1939.7 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 28 | 5 | 7673.2 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 31 | 5 | 2796.8 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 17 | 12 | 185.1 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 17 | 13 | 129.1 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 17 | 14 | 67.1 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 17 | 15 | 294 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 17 | 16 | 262.3 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 17 | 19 | 46393.7 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 16 | 21 | 120721.1 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 17 | 21 | 113388 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 16 | 22 | 158.4 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 16 | 23 | 301.7 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 10 | 24 | 450 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 10 | 26 | 694.2 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 10 | 27 | 694.1 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 5 | 31 | 381.4 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 5 | 32 | 1428.1 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 3 | 33 | 12996.6 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 28 | 35 | 19457.9 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 28 | 35 | 21447.5 |
| ბაღდათი | ბაღდათი | საირმე | 17 | 35 | 104096.8 |
| 458310.4 | |||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები