დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 060111, 05/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/10/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390040000.10.003.016156 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №4
2011 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, №100, მუხლი 1495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის სამინისტროსადმი მიმართვაში მითითებული უნდა იყოს სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობის გაზრდის ან შემცირების საჭიროება (აუცილებლობა), მიზეზი (მიზანი) და მას უნდა ერთვოდეს შესაბამისი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (თანდართული ელექტრონული ვერსიით).“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობის გაზრდის ან შემცირების საკითხის წარმდგენია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანო, მას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია სამინისტროს მიერ შესათანხმებლად აღარ წარედგინება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები