„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016019
  • Word
65
30/12/2010
ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
010260020.35.108.016019
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65                                                                       

 2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №57 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით:

„2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.“;

ბ) დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით:

„უ) ქმნის სატენდერო კომისიას, ხელმძღვანელობს მას ან ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს; უფლებამოსილია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს გამარტივებული შესყიდვა ან მისი განხორციელების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს;“;

   გ) დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას (ხელშეკრულების გაფორმება, მიღება-ჩაბარება, ანგარიშსწორება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები);“;

დ) დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობაში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:

ა) გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა გამგეობის საქმიანობის შესახებ;

გ) მოქალაქეთა მონაწილეობა გამგეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) ლობისტური საქმიანობა.“;

ე) დებულების 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგეობის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს გამგეობის ვებგვერდი.“.

ვ) დებულების მე-18 და 33-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე                          ბ. ნარმანია