დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 180111, 18/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.107.016039 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2010 წლის 28 დეკემბერი
დ. ჩხოროწყუ
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სახანძრო-სამაშველო დაცვის ზედამხედველობის გავრცელების სფეროში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;“
2. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით“.
3. დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო განყოფილება.“
4. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო განყოფილება:
ა) ახორციელებს ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო, საძიებო-სამაშველო და სხვა გადაუდებელ ღონისძიებებს;
ბ) უზრუნველყოფს საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნას;
გ) იღებს ზომებს საგანგებო სიტუაციების ზონების დასაცავად;
დ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა და ქონების ევაკუაციას;
ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს“.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები