დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 180111, 18/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016051 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №88
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 6%.
2. სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 6%.
3. მოძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 10%.
მუხლი 2
ცნობად იქნეს მიღებული, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასსა და ტერიტორიული ზონების საზღვრებს განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმოთ გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №17 დადგენილება.
მუხლი 5
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ჯ. შუღლაძე).
მუხლი 6
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები