„ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 240090000.35.134.016019
  • Word
41
29/12/2010
ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
240090000.35.134.016019
„ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება41

2010 წლის 29 დეკემბერი

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №33 დადგენილებაში (საქართველოს საკანამდებლო მაცნე V; 58; 02.12.10 წ; მუხ. 1725) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საკრებულო უფლებამოსილია განუსაზღვროს ნებართვის მფლობელს გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე რეკლამის განთავსების საფასურის მინიმალური ოდენობა.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონატორის მიერ ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.“

„7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული პირი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ფორმდება ადმინისტრაციული აქტის სახით (ბრძანება), რომელსაც გამოსცემს საკრებულოს თავმჯდომარე.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეულ იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს გამოცხადებულ ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას, როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, მანამ სანამ რომელიმე არ დაასახებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონატორის მიერ ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.“

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავჯდომარე                                                                                      ბ. დიასამიძე