დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 180111, 18/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.134.016018 |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2010 წლის 29 დეკემბერი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №32 დადგენილებაში (საქართველოს საკანამდებლო მაცნე V; №58; 02.12.10 წ; მუხ. 1724) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაურიდან სიტყვა „საკრებულოს“ ამოღებულ იქნეს.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელების, იმ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყის ფასის შესახებ, რომლის შეძენაც/სარგებლობით მიღება სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;“
„4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონში, საბანკო გარანტია/ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის ფორმით თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას/სარგებლობით გადაცემისას, აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივითა და წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია დაიდოს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, რომელშიც შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:“
„11. თუ თვითმმართველობამ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით თვითმმართველობის ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონს მონაწილეს გადახდილი ბე და საბანკო გარანტია უკან უბრუნდება.“
დ) დადგენლებით დამტკიცებული პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის (№2 დანართი) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საბოლოო თანხის, გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის მიერ აუქციონის შედეგი განიხილება გაუქმების საფუძვლად და გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე არ უბრუნდება.“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარ ბ. დიასამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები