„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.123.016019
  • Word
66
29/12/2010
ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
010260010.35.123.016019
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

თვითმმართველი ქალაქისქუთაისის საკრებულოს

დადგენილება 66

2010 წლი 29 დეკემბერი      

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43- ე მუხლის მე- 2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების №1 დანართის (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება), მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის აპარატი; ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; არქიტექტურის საქალაქო სამსახური; კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისდა ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური; ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახური; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; კონტროლის საქალაქო სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური; სამხედრო საქალაქო სამსახური; საფინანსო საქალაქო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახური; ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახური;“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ა. ხვადაგიანი