დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გადახდევინების წესის შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 120111, 12/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.162.016024 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გადახდევინების წესის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გადახდევინების წესის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 აპრილის №7 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1 ინსტრუქციის ,,მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის გადაანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. მოსაკრებლის ოდენობა
მოსაკრებლის წლიური ოდენობა განისაზღვრება ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,5 ლარის, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის კვადრატული მეტრისათვის 3 ლარის ოდენობით, ხაზოვანი ნაგებობებისა 400 მმ-მდე დიამეტრის მილგაყვანილობის მშენებლობის ნებართვისათვის 1 გრძივ მეტრზე 0,30 ლარი, 400 მმ და მეტი დიამეტრის მილგაყვანილობის მშენებლობისათვის თხრილის სიგანისა და სიგრძის მიხედვით 1მ2 1 ლარის ოდენობით, მიწისქვეშა საკაბელო საკომუნიკაციო ხაზების მშენებლობისათვის 1 გრძივ მეტრზე 0,30 ლარი, კავშირგაბმულობის, ელექტროენერგიის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების და საჰაერო გაზგაყვანილობის მშენებლობისათვის 1 გრძივ მეტრზე 0,15 ლარი, საავტომობილო გზების მშენებლობის ნებართვისათვის 1მ2 0,30 ლარის ოდენობით“.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები