“საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 19/05/2003
სარეგისტრაციო კოდი 310.040.000.05.002.002
  • Word
214
17/05/2003
სსმ, 45, 19/05/2003
310.040.000.05.002.002
“საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №214

2003 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის N522 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წელი, №18) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.3 და 5.4 პუნქტები:

„5.3. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში საბაჟო ორგანოების პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით (გარდა სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის ზონისა) შეუზღუდავად განახორციელოს ნავსადგურის ტერიტორიაზე და მის აკვატორიაში მყოფი საზღვაო ხომალდების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ტერიტორიაზე არსებული სასაწყობო მეურნეობების, ტერმინალების და სხვა სათავსოების საბაჟო კონტროლი.

5.4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ადმინისტრაცია ვალდებულია სრულად აღრიცხოს ნავსადგურის ტერიტორიაზე (შემოსული და გასული) საქონელი (ტვირთები) და სისტემატურად მიაწოდოს აღნიშნულზე ინფორმაცია საბაჟო ორგანოებს, (საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილ ფორმით და ვადაში). ასევე ხელი შეუწყოს საბაჟო ორგანოებს განახორციელონ ნავსადგურის ტერიტორიაზე და მის აკვატორიაში საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის საზღვაო ხომალდების) საბაჟო კონტროლი (დათვალიერება, ინვენტარიზაცია და სხვ.)”.

ე. შევარდნაძე