,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 557
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, , 27/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 02/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
557
27/07/2010
სსმ, , 27/07/2010
000000000.00.000.000000
,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №557

2010 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ. 1064 ) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნავსადგურში გემის შემოსვლისას (რეიდზე ან ნავსადგურში) შესაბამისი პროცედურების ჩატარების მიზნით გემზე ადიან:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები;

ბ) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი - საბაჟო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით;

გ) საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელე-ბელი უფლებამოსილი პირი

გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან

- როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებები ან/და არსებობს დაავადების შემოტანისა და გავრცელების რისკი, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე;

დ) საბაჟო ორგანოს ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი

გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან

- როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია ადამიანის და ცხოველთა საერთო საშიში ინფექციური დაავადებები, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე;

ე) საბაჟო ორგანოს ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი

გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან

- როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც გავრცელებულია საქართველოში არარეგისტრირებული ან შეზღუდულად გავრცელებული მცენარეთა საკარანტინო ობიექტები, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე“.

ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:

,,21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი პირი გემზე ადის პირველი და ეცნობა გემის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ამოწმებს საერთაშორისო საზღვაო დეკლარაციას, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიულ მოწმობას და კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს, საჭიროების შემთხვევაში იღებს სინჯს და ნიმუშს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის. მას შემდეგ, რაც საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი პირი დარწმუნდება, რომ გემზე არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ უქმნის რისკს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით, თანხმობას აძლევს სხვა პირებს გემზე ასასვლელად“;

გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი