საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2056
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20(27), 09/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.571
  • Word
2056
08/06/1999
სსმ, 20(27), 09/06/1999
200.000.000.05.001.000.571
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, 32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ქვეპუნქტში სიტყვა სამეწარმეო შეიცვალოს სიტყვით ეკონომიკური.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3, მე-4, მე-5 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-2, მე-3, მე-4 ნაწილებად;

გ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ვ. ფიზიკური პირის საქმიანობა, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.

3. 26-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 184-ე მუხლში სიტყვები აგრეთვე, მეწარმე ფიზიკური პირების მიერ მიღებულ შემოსავლებზე შეიცვალოს სიტყვებით აგრეთვე ფიზიკური პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე.

5. 185-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ე. ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას ამ კოდექსის მე-8 მუხლის  მე-3 ნაწილის ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. 186-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები პუნქტში შეიცვალოს სიტყვებით და ქვეპუნქტებში, ხოლო სიტყვა სამეწარმეო შეიცვალოს სიტყვით ეკონომიკური.

7. 209-ე მუხლის:

ა) სათაურსა და მე-2 ნაწილში სიტყვა სამეწარმეო შეიცვალოს სიტყვით ეკონომიკური;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვები სამეწარმეო საქმიანობისათვის შეიცვალოს სიტყვებით ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო სიტყვები სამეწარმეო საქმიანობას – სიტყვებით ეკონომიკურ საქმიანობას.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 8 ივნისი.

2056-IIს