"საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 04/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016032
  • Word
1-1/6
04/01/2011
ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
010240030.22.024.016032
"საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/6

2011 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის 1-1/ 2135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის 1-1/ 2135 ბრძანებაში (სსმ III , 24.09.2009 წ., 116, მუხ .1321) შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ .

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის 77 დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად .

3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება .

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება .

5. დებულების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს .

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად .

6. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და ვაჭრობის პოლიტიკის სამმართველო;

ბ) ევროპულ საქმეთა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო;

გ) საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.

3. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და ვაჭრობის პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანალიზი და წინადადებების შემუშავება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფორმატით განსაზღვრულ საკითხებზე;

ბ) ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხების განხილვა და წინადადებების შემუშავება სავაჭრო პოლიტიკის კუთხით;

გ) ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების მიზნით;

დ) სხვადასხვა ქვეყნებთან მოქმედი სავაჭრო რეჟიმების და მათი გამოყენებით მიღებული ეფექტის ანალიზი;

ე) წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ;

ვ) დასკვნების მომზადება საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ საქართველოსათვის მინიჭებული სავაჭრო შეღავათების გამოყენების შესახებ და წინადადებების შემუშავება არსებული სავაჭრო შეღავათების სარგებლობის გაუმჯობესებისა და დამატებითი შეღავათების მიღების მიზნით;

ზ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.

თ) დსთ-ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი და წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავება ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის განვითარების მიზნით;

ი) დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე საკითხებზე მუშაობა და ურთიერთობების განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება;

კ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

4. ევროპულ საქმეთა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის სფეროში საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა და წინადადებების მომზადება მათი გაუმჯობესების მიზნით;

ბ) არსებული ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის ანალიზი და წინადადებების შემუშავება მისი სრულყოფის მიზნით;

გ) არსებული ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის შესრულების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

დ) საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის (პროგრამები/ პროექტები) შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

ე) საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე მუშაობა და შესაბამისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების მიზანშეწონილობის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) მრავალმხრივი თანამშრომლობის ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან ურთიერთობა;

ზ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

 5. საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წინადადებების მომზადება საქართველოს ტერიტორიაზე საექსპორტო კონტროლისა და ექსპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) საერთაშორისო ნორმებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვებისა და საქონლის წარმოშობის  სერ იფიკატების გაცემა, დსთ-ს ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება;

გ) საგარეო სავაჭრო ოპერაციებში მონაწილე მხარეებისათვის კონსულტაციების გაწევა საექსპორტო კონტროლის არსებული კანონმდებლობის და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული უპირატესობების გამოყენების შესახებ;

დ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

    მუხლი 2

  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია