დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 060111, 06/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.038.016023 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №4
2011 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.2009 №159, მუხ. 1932) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა, ასევე სხვა თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას, კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას განსაკუთრებით წარჩინებული თანამშრომლების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის თაობაზე და დადგენილი ნიმუშის მიხედვით გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს“;
2) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1’’ ქვეპუნქტი :
„ნ1) უფლებამოსილია საჭიროების მიხედვით განსაზღვროს პრობაციის ბიუროში პრობაციის ოფიცერთა ჯგუფები სპეციალიზაციით.“;
3) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმრათველო.”;
4) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებსა და მასში შემავალ განყოფილებებს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს.
3. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის კურატორი მოადგილისა და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებებს.”.
5) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. ადმინისტრაციული სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა კანონმდებლობასთან; პრობაციის ეროვნული სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ადმინისტრაციულ სამმართველოს აქვს ბეჭედი წარწერით: პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საკადრო საკითხების დარეგულირება, ნომენკლატურის ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე, უფლებამოსილების ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების მომზადება;
გ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დადგენილ ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის და დასრულებული საქმეების არქივში შენახვის უზრუნველყოფა;
დ) პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა;
ე) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
2. ადმინისტრაციული სამმართველო იყოფა შემდეგ განყოფილებებად:
ა) ადამიანური რესურსებისა და საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) საქმისწარმოების განყოფილება;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.
3. ადამიანური რესურსებისა და საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ბ) სამუშაოს აღწერილობის ფორმის შემუშავებასა და სტრუქტურით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის პირის სამუშაოს აღწერილობის მომზადებას;
გ) სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად, ადეკვატური კადრების მოძიებას, მოზიდვას, შერჩევას, დაქირავებას, ასევე მოხელეთა საკადრო რეზერვის შექმნასა და მათ მიზნობრივ გამოყენებას;
დ) თანამშრომელთა დენადობის შესახებ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მუდმივად შეგროვებასა და ანალიზს;
ე) დადგენილი წესის შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის ორგანიზებასა და სტაჟირების საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვას – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრასა და ამ საჭიროებების შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფას;
ზ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის მომსახურეთათვის ჩასატარებელი ატესტაციის ორგანიზებას;
თ) თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას;
ი) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზებას;
კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესის შემუშავებასა და მისი შესრულების კონტროლის განხორციელებას, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;
ლ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში კადრების აღრიცხვას;
მ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებისა და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადებას, აგრეთვე პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და სხვა უფლებამოსილ პირთა მიერ გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას;
ნ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;
ო) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვისა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;
პ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემასა და პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისას, მისთვის სამსახურებრივი ბეჭდის გადაცემას;
ჟ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებას;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის სხვა დავალებების შესრულებას.
4. საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა და სხვა სტუმართა მიღების ორგანიზებას;
ბ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებას;
გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადებას;
დ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საქმისწარმოების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
ე) შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკონტროლო დავალებების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;
ვ) საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებასა და სათანადო წესით შენახვას (დაარქივებას);
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემას;
თ) პრობაციის ეროვნულ საგენტოში შემოსული „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღება-დამუშავებასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას;
ი) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანებია:
ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის სამართლებრივი მომსახურება;
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებასა და პრობაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;
გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ)არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებასა და პრობაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი ბაზისა და გამოცდილების შესწავლა და ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ე) სასამართლო ორგანოებში პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლობა;
ვ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადება;
ზ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
თ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის სხვა სამართლებრივი სახის დავალებების შესრულება.
6. ეკონომიკური სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;
დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ე)პრობაციის ეროვნული სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ვ) კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
7. აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) შეამოწმოს პრობაციის ოფიცრების მიერ მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოების მიმდინარეობა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) მოითხოვოს სტატისტიკური ანგარიში და მოახდინოს სტატისტიკური მონაცემების შეჯამება და სისტემაში მოყვანა;
გ) შეაგროვოს პრობაციის ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოახდინოს შესაბამისი ანალიზი და კონტროლი;
დ) შეიმუშაოს სტატისტიკური ფორმები;
ე) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
8. საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან აქტიური ურთიერთობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მომზადება;
გ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავალებით, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა-ორგანიზება;
დ) საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი მასალების მომზადება, უცხოეთიდან მიღებული (მოძიებული) კორესპონდენციის (ინფორმაციის) შესაბამისი დამუშავება, გავრცელება და სათანადო ფორმით ხელმძღვანელობისათვის მიწოდება;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემისა და მისი უფროსის ურთიერთობის კოორდინირება;
ვ) საზოგადოების ინფორმირება პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;
ზ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვერული ცენტრებისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვა და ადმინისტრირება, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართული ფუნქციონირება;
თ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება;
ი) პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული ბაზების მონიტორინგი, ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზებში არსებული შეცდომების გასწორება, მათ შევსება-სრულყოფა, საქმისწარმოების ბაზების და პროგრამების ადმინისტრირება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მათი პროგრამული უზრუნველყოფა;
კ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის, მისი მოადგილეებისა, სამმართველოს უფროსების, სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსისა და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. სულაბერიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები