„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016026
  • Word
6
04/01/2011
ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
280120000.22.026.016026
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №6

2011 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 401 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„401. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერთჯერადი ფულადი დახმარება და/ან ფასიანი საჩუქარი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით შეიძლება მიეცეს შემდეგ პირებს:

ა) ამ ბრძანების მე-40 პუნქტში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ წევრს;

ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ წევრს;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს);

დ) 41-ე პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო პირის (მათ შორის, შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ წევრს;”.

2. 401 პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის ერთ-ერთ წევრს, თუ დაღუპულ პირს გავლილი ჰქონდა სამხედრო სარეზერვო სამსახური.”.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2008 წლის 7 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბ. ახალაია