დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 188 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 08/05/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.000.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №188
2003 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 ივნისის №394 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წ., ივნისი, გვ. 94-96) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„6. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატოს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის საკითხთა კოორდინაციისათვის შეიქმნას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ირაკლი ალასანია – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ბაქრაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოწესრიგების დეპარტამენტის დირექტორი
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
რევაზ ბეშიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
დავით დონდუა – ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
დავით თოდუა – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი
ჯონი ფირცხალაიშვილი – საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.
კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ იქნეს ირაკლი ბათიაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები