,,საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.05.002.002
  • Word
177
02/05/2003
სსმ, 41, 08/05/2003
010.240.040.05.002.002
,,საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №177

2003 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, კრებული, 1997 წ., №18, გვერდი 30) VIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„VIII. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურა

22. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურაშია:

ა) თავმჯდომარის აპარატი;

ბ) საერთო განყოფილება;

გ) კადრებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილება;

დ) ტექნიკური სამმართველო;

ე) გზების ექსპლუატაციის სამმართველო;

ვ) ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო;

ზ) საკონკურსო სამმართველო;

თ) საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილება;

ი) სპეციალური განყოფილება;

კ) საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილება;

ლ) სამეურნეო მომსახურების განყოფილება”.

ე. შევარდნაძე