დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 08/05/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.040.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №177
2003 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №529 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, კრებული, 1997 წ., №18, გვერდი 30) VIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„VIII. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურა
22. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურაშია:
ა) თავმჯდომარის აპარატი;
ბ) საერთო განყოფილება;
გ) კადრებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილება;
დ) ტექნიკური სამმართველო;
ე) გზების ექსპლუატაციის სამმართველო;
ვ) ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო;
ზ) საკონკურსო სამმართველო;
თ) საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილება;
ი) სპეციალური განყოფილება;
კ) საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილება;
ლ) სამეურნეო მომსახურების განყოფილება”.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები