,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებული ოპერაციების აღიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №557 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.002
  • Word
174
30/04/2003
სსმ, 41, 08/05/2003
190.040.000.05.002.002
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებული ოპერაციების აღიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №557 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №174

2003 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებული ოპერაციების აღიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №557 ბრძანებულებაში ცვლილებების ეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მიმდინარე სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელებისა და საბიუჯეტო შემოსავლების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების მოწესრიგებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა წარმატებულად განხორციელების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №557 ბრძანებულების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, მუხლი 14):

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. 2003 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ.”.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. 2003 წლის 1 ივლისიდან ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლების აღრიცხვა და ანგარიშგება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.”.

ე. შევარდნაძე