საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ.მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრის „ქართული სახლის“ დებულების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ.მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრის „ქართული სახლის“ დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 18/04/2003
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
  • Word
149
13/04/2003
სსმ, 35, 18/04/2003
040.030.000.05.002.002
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ.მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრის „ქართული სახლის“ დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №149

2003 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ.მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრის „ქართული სახლის“ დებულების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ.მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრის „ქართული სახლის“ დებულება.

2. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი.ანდრიაძე) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრ „ქართული სახლის“ სახელმწიფო კონტროლი და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

ე. შევარდნაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრის „ქართული სახლის“ დებულება

ქ. მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრის „ქართული სახლის“ დებულება (შემდგომში – დებულება) მიღებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქ. მოსკოვში საქართველოს კულტურის ცენტრი „ქართული სახლი“ (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზა­ციაა და დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 16 ივლისის №283 ბრძა­ნებულებით.

2. ცენტრის დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს.

3. ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა – იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, მათ შორის, სავალუტო, მრგვალი ბეჭედი საქართველოს გერბის გამოხატულებითა და დაწესებულების სრული დასახელებით.

5. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. ცენტრის მიზნები, საქმიანობის საგანი

1. ცენტრის მიზანია:

ა) ქართველი და რუსი ხალხების ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების განახლებისა და შემდგომი განვითარების, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კულტურულ-სამეურნეო კავშირების გაღრმავებისა და გაფართოების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, ანალოგიური კავშირების დამყარება საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების შესაბამის დაწესებულებებთან;

ბ) საქართველოს სულიერ და მატერიალურ ფასე­ულობათა პოპულარიზაცია რუსეთის ფედერაციასა და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში.

2. ცენტრის საქმიანობის საგანია:

ა) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსთან ერთად:

ა.ა) სამთავრობო ღონისძიებების, ოფიციალური შეხვედრე­ბისა და მიღებების, საზეიმო ცერემონიების გამართვა;

ა.ბ) საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სახელ­მწიფო სადღესასწაულო თარიღების საზეიმოდ აღნიშვნის ორგანი­ზა­ცია;

ა.გ) საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და საზღვარ­გა­რეთის სხვა ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო დაწე­სებულებათა თანამშრომლობისა და საქმიანი ურთიერთო­ბების განვითარებისათვის ხელშეწყობა;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულე­ბებთან აქტიური კონტაქტების დამყარება, მათი საქმიანობის პრაქტიკის შესწავლა და გამოცდილების გათვალისწინებით მართვის ორგანიზაციის სრულყოფა;

გ) რუსეთის ფედერაციაში და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების ქართულ დიასპორასთან აქტიური თანამშრომლობა, მათი სამეცნიერო თუ შემოქმედებითი პოტენციალისა და მატერიალური შესაძლებლობების საქართველოს საკეთილ­დღეოდ გამოყენებისათვის ხელშეწყობა;

დ) კულტურულ-სამეცნიერო კონფერენციების, სემინარე­ბის, სიმპოზიუმების, დისპუტების, ტენდერების, კონკურსების, აუქციონების გამართვა;

ე) საქართველოსა და რუსეთის, საზღვარგარეთის სხვა ქვეყნების მეცნიერთა, კულტურისა და ხელოვნების მუშაკთა, სხვა სახელოვან მოღვაწეთა შეხვედრების ორგანიზაცია და მათი შემოქმედებისა და მიღწევების წარმოჩენა და პოპულა­რიზაცია;

ვ) ქართული კინოს, თეატრისა და ესტრადის დღეების, კვირეულების და სხვ. გამართვა;

ზ) ქართული ხელოვნების ნიმუშების, ხალხური შემოქმედებისა და სამრეწველო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ორგანიზაცია;

თ) ქართული მინერალური, ხილისა და სპირტიანი სასმელებისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია;

ი) ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ხელშეკრულებების გაფორმება.

    მუხლი 3. ცენტრის მართვა

1. ცენტრს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

2. დირექტორი მოქმედებს დამოუკიდებლად, საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა. დირექტორი პასუხს აგებს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, რისთვისაც:

ა) ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას, პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე, კონტროლს უწევს ადმინისტრაციულ-სამეურნეო, სახელშეკრუ­ლებო საქმიანობას, შრომისა და საშემ­სრულებლო დისციპ­ლინის დაცვას;

ბ) ახორციელებს ცენტრის ოპერატიულ ხელმძღვანე­ლობას;

გ) დამატებითი უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს ცენტრს ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესე­ბუ­ლე­ბებთან ურთიერთობისას, აგრეთვე – სასამართლოში, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას;

დ) დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით მართავს ცენტრის ქონებას და ფულად სახსრებს;

ე) წყვეტს სამსახურებრივ მივლინებათა საკითხებს.

3. დირექტორი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავი­სუფ­ლოს ცენტრის თანამშრომლები, სამსახურთან შეათანხმოს მოადგილის, მთავარი ინჟინრისა და მთავარი ბუღალტრის კანდიდატურები.

4. დირექტორს, სახელმწიფო კონტროლის განმახორცი­ელებელი ორგანოს თანხმობით, შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა, ამორტიზებული ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა და დამტკიცება;

ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. დირექტორი ადგენს ცენტრის შინაგანაწესს, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ცენტრის თითოეული თანამშრომლისათვის.

6. ახორციელებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. დირექტორი შვებულების ან სამსახურებრივი მივლინების დროს თავის მოვალეობას აკისრებს ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს.

8. მეოთხე პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებით გათვალისწინე­ბულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 4. ცენტრის დაფინანსება

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან (მომსახურებიდან) მიღებული შემოსავალი;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები.

    მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის კონტროლი

1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქარ­თველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური. იგი განსა­ზღვრავს და ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის მიზანშეწონილობას, კანონიერებას, რესურსების ეკონომიურად გამოყენებას და ამავე დროს ამოწმებს ცენტრის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექ­ტია­ნო­ბას.

2. სამსახური უფლებამოსილია ცენტრისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

3. სამსახური უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 6. ანგარიშგება

1. ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე.

2. ცენტრის დირექტორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილ ვადებში სამსახურს წარუდგინოს ცენტრის საქმიანობის ანგარიში.

3. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართავს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს.

4. ცენტრის წლიურ ფინანსურ ანგარიშს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ამოწმებს სამსახურის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 7. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია

1. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.