საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 18/04/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.002
  • Word
148
12/04/2003
სსმ, 35, 18/04/2003
120.340.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №148

2003 წლის 12 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1999 წ. №65 (72), მუხლი 1006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ნიმუშებში:

ა) რიგით მეორე ნიმუშში ტექსტი „მოწმობის წარმომდგენი არის ომის ვეტერანი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით“ შეიცვალოს ტექსტით „მოწმობის წარმომდგენი არის ომის მონაწილე და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით“;

ბ) რიგით მე-6 ნიმუშში ტექსტი „მოწმობის წარმომდგენი არის ომის პერიოდის ზურგის მუშაკი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით“ შეიცვალოს ტექსტით „მოწმობის წარმომდგენი არის ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით“.

2. დებულებაში:

პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და ომში დაღუპულთა (შემდგომში გარდაცვლილთა) ოჯახების წევრებისათვის პირადობის მოწმობების დამზადებისა და გაცემის საკითხს წყვეტს საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი“.

3. „ომის ვეტერანის“ და „ომის პერიოდის ზურგის მუშაკის“ ჩანაწერით გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობები ძალაში დარჩეს 2005 წლის 1 იანვრამდე, მათი შეცვლა განხორციელდეს ეტაპობრივად აღნიშნულ ვადაში.

ე. შევარდნაძე