დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის–დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 060111, 06/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016024 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1
2011 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის–დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანების (სსმ III, 09.09. 2010 წ., №114, მუხ. 1724) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის №15 პლანშეტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი



პლანშეტი №15
1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტომანქანების ემბლემა.
2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტომანქანების ექსტერიერის ფერითი დიზაინი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები