„ცაგერის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 140111, 14/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 120260000.35.116.016030
  • Word
75
24/12/2010
ვებგვერდი, 140111, 14/01/2011
120260000.35.116.016030
„ცაგერის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №75

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. ცაგერი

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად , დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ .

2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1).“ .

3. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება“ .

4. დანართი №1-ის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის , ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ ”, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ ’’ და „მობილიზაციის შესახებ ” საქართველოს კანონებისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს , ანგარიშვალდებულებას , უფლება -მოვალეობებსა და მუშაობის ორგანიზაციას .

5. დანართი №1-ის 1-ლი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 . ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ’’ საქართველოს ორგანული კანონის , ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ ”, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ ” და ,,მობილიზაციის შესახებ ” საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას , სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას , სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას , მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას .“ .

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                             მ . ლეთოდიანი