„ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 140111, 14/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016025
  • Word
70
24/12/2010
ვებგვერდი, 140111, 14/01/2011
010260020.35.116.016025
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №70

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. ცაგერი

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება (დანართი №1).“.

3. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება“.

4. დანართი №1-ის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დებულება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობას, ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და მუშაობის ორგანიზაციას. აწესრიგებს სამსახურის ურთიერთობებს აღმასრულებელი ხელსუფლების დაწესებულებებთან, საწარმოებთან და ორგანიზაციებთან.“

5. დანართი №1-ის 1-ლი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.“.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ . ლეთოდიანი