დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №557 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 01/04/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №109
2003 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №557 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მიმდინარე სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელებისა და საბიუჯეტო შემოსავლების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების მოწესრიგებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა წარმატებულად განხორციელების მიზნით:
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №557 ბრძანებულების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, მუხლი 14).
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2003 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2003 წლის 1 მაისიდან ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების საბიუჯეტო შემოსავლების აღრიცხვა და ანგარიშგება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები