"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.164.016023
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
30/12/2010
ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
010260020.35.164.016023
"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2011 - 25/07/2014)

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №31

2010 წ ლის 30 დეკემბერი

ქ. ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების , სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდ ულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

 1. დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 იანვრის 18 დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ზანდარაშვილი

დანართი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1.     ზოგადი დებულებანი

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში _ სამსახური) არის ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სამსახური თავის საქმიანობის გამხორციელებისას ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით“, ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კულტურის შესახებ“ და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის წინაშე.

4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. 2.

    მუხლი 2. სამსახურის საქმისწარმოების წესი

სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების წამოჭრის, შესწავლის, დამუშავების, აღრიცხვისა და სხვა მოქმედებათა შესრულების დროს მიმდინარეობს საქმისწარმოება.

    მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებანი

სამსახური უფლებამოსილია:

ა) კოორდინაცია გაუწიოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, სპორტისა და აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას;

 ბ) შეიმუშაოს კულტურისა და სპორტის განვითარების პერსპერქტიული გეგმები;

 გ) შეიმუშაოს, დანერგოს და შეასრულოს მოსახლეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგამები;

 დ) შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურულ-სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმები;

 ე) გამოავლინოს და აღწეროს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები;

 ვ) ორგანიზება გაუწიოს მასობრივ კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებს ახალგაზრდობის ჩართულობის მიზნით;

 ზ) მოახდინოს საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

 თ) ურთიერთობა დაამყაროს სხვა ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

 ი) შეიმუშაოს ტურიზმის განვითარების გეგმები და გაატაროს ხელშემწყობი ღონისძიებები.

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია

  1. სამსახურის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2.სამსახურის უფროსი:

ა) ზედამხედველობს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის;

გ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

 დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

 ე) უშუალოდ წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

    მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.