"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.164.016022
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
30
30/12/2010
ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
140060000.35.164.016022
"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2011 - 27/01/2012)

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. ყვარელი  

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთულის სახანძრო დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 იანვრის №21 დადგენილება ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სახანძრო და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის დებულების დამტკიცების შეახებ“.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ზანდარაშვილი

დანართი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1.  ყვარლის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.

2.  სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ დებულების საფუძველზე.

3.  სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ყვარელი, ი. ჭავჭავაძის ქ. №138.

4.  სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

    მუხლი 2. სამსახურში საქმისწარმოებისა და ბეჭდის გამოყენების წესი

1.  სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების წამოჭრის, შესწავლის, დამუშავების, აღრიცხვისა და სხვა მოქმედებათა შესრულების დროს მიმდინარეობს საქმისწარმოება.

2.  საქმისწარმოებისას სამსახური უფლებამოსილია ოფიციალური დოკუმენტების გაცემისას გამოიყენოს სამსახურის ბლანკი და ბეჭედი.

3.  სამსახურის ბეჭედი სავალდებუოდ გამოიყენება: ცნობებზე, უფლებამოსილებების განხორციელებისას შესრულებულ დოკუმენტებზე.

4.  ბეჭედი გამგებლის ბრძანებით და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით ბარდება სამსახურის უფროსს.

5.  ბეჭედზე და ბლანკზე დაიტანება მუნიციპალიტეტისა და სამსახურის ზუსტი სახელწოდება.

    მუხლი 3. სამსახურის ამოცანები, ფუნქციები და უფლებები

1.  სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხანძრის ჩაქრობის და საავარიო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში.

2. დაკისრებულ ამოცანების განხორციელების მიზნით სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას დაქვემდებარებულ ობიექტზე და იღებს ზომებს შემოწმების შედეგების მიხედვით;

ბ) უზრუნველყოფს ხანძრის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში;

გ) მონაწილეობას ღებულობს ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო ტაქტიკურ სწავლებაში, კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების წინადადებების მომზადებას;

ე) შეიმუშვებს ხანძრის ჩაქრობის ორგანიზების წესს;

ვ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ობიექტებზე ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზაციას და მომსახურების გაწევას სახანძრო უსაფრთხოების პრევენციის მიზნით.

ზ) უზრუნველყოფს ხანძრისა და მათი შედეგების ლიკვიდაციას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს;

თ) სახელმწიფო ხანძარსწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. მოსამსახურეთა უფლებები: 

ა) სამსახურის პირადი შემადგენლობა, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, სარგებლობსაჭირო აღჭურვილობით და დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ, კანონით დადგენილი პერიოდულობით;

ბ) პირადი შემადგენლობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კანონმდებლობის საფუძველზე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას;

გ)სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას თანამშრომლის დაღუპვის, დასახიჩრების და დაინვალიდების შემთხვეაში კომპენსაცია გაიცემა კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელობა

1.  სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს„საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის შესაბამისად ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

2.  სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;

გ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის საჭიროებისათვის აუცილებელი ტექშეიარაღების, მოწყობილობის, ინვენტარისა და სხვათა გამოყოფაზე, რაც საჭიროა სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად.

 მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.