"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.164.016021
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
30/12/2010
ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
010260020.35.164.016021
"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2011 - 25/07/2014)

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2010 წ ლის 30 დეკემბერი

ქ. ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად :

1. დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 200 9 წლის 25 მარტის №21 დადგენილება ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შეახებ“.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე           ბ. ზანდარაშვილი

დანართი

ყვარლი ს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  დებულება განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის სამსახურის (შემდეგში – სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს, მართვის ორგანიზებას და სტრუქტურას.

2.  სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუცით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.

3.  სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ყვარლის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის და ქალაქთმშენებლობის ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მართვა.

5.  სამსახური ანგარიშვალდებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წინაშე, რომელთაც წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

6 .  სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ყვარელი , კუდიგორის ქ. 1 .

    მუხლი 2. სამსახურში საქმისწარმოების წესი

სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების წამოჭრის, შესწავლის, დამუშავების, აღრიცხვისა და სხვა მოქმედებათა შესრულების დროს მიმდინარეობს საქმისწარმოება.

    მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებები

1.  სამსახურის ამოცანები, ფუნქციები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომელთა შესაბამისად სამსახური უფლებამოსილია:

შეიმუშაოს ყვარლის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამები და განახორციელოს მათი პრაქტიკაში გატარების ორგანიზება;

მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგების პრევენციული და სალიკვიდაციო-აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებაში;

) შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შემავალი დასახლებების, სანიაღვრე, საკომუნიკაციო საშუალებების, გზებისა და ხიდების მშენებლობის საპროექტო წინადადებებ ;

)     განახორციელოს ნორმატიულ-სამართებლივი დოკუმენტების საფუძველზე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადება და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება საპატრულო პოლიციასთან ერთად;

) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 27 მარტის 57 დადგენილების შესაბამისად, მოაწესრიგოს ქალაქთმშენებლობითი პირობები (გეგმარებითი დავალებები). შეითანხმოს დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები, შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების) მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტები;

) კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით მოამზადოს მშენებლობის ნებართვები;

) კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციათა დამუშავებაში;

2. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე დასვას საკითხი დამპროექტებელთა ან ექსპერტთა ჯგუფების სახელშეკრულებლო საწყისებზე მოწვევის შესახებ.

3. შეასრულოს საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი.

მუხლი 4 . სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება

1. სამსახურს ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) უშუალოდ წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

გ) განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუ ქციებს და კომპეტენციებს (პასუხისმგებლობას) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისას, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;

გ) კონტროლს უწევს სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გამგებელთან, დაქვემდებარებულ საკითხებზე საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით;

ე) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

    მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.