"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.164.016020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
28
30/12/2010
ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
010260020.35.164.016020
"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2011 - 25/07/2014)

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2010 წ ლის 30 დეკემბერი

ქ. ყვარელი

 ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის’’ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 200 9 წლის 27 აგვისტოს №37 დადგენილება ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შეახებ“.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე          ბ. ზანდარაშვილი

დანართი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.  ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს ზედამხედველობას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით .

3.  სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.

5.  სამსახურს აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლის და გასავლის ზონარგაყრილი ჟურნალი.

6.  სამსახური ფინანსდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

7.  სამსახურის ადგილსამყოფელია : . ყვარელი, კუდიგორის ქ. 1 .

    მუხლი 2. სამსახურის საქმისწარმოების წესი

სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების წამოჭრის, შესწავლის, დამუშავების, აღრიცხვისა და სხვა მოქმედებათა შესრულების დროს მიმდინარეობს საქმის წარმოება.

    მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება:

) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართებივი წესრიგის შესაბამისობაზე ;

. ყვარლის და სოფლების იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე.

მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე;

) მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.

2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია:

) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება;

) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა);

) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლი;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;

) კონტროლი ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე;

) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების გამოყენება ;

) სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი ;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება ;

) საქართველოსადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დატექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონიდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ;

) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება.

3. სამსახური უფლებამოსილია:

) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში ტექნიკურ და სამშენებლო, სანიტარული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა ;

) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე ;

) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, ავტოტრანსპორტის პარკირებასა და სანიტარული დასუფთავების ღონისძიებებზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე ;

) გამოავლინოს და მოამზადოს დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ ;

) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი, მშენებლობის მიმდინარეობის დროს დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება დარღვევის აღმოფხვრის შესახებ ;

) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

4. სამსახური ვალდებულია:

 ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ტექნიკურ და სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ სამუშაოებზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;

 ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხზე მიღებული დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე;

გ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე.

 დ) აწარმოოს კონტროლი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი დასუფთავების მოსაკრებელი არსებული ტარიფების შესაბამისად „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით.

ე) 2007 წლის 10 ივნისის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის            36-ე მუხლის შესაბამისად დ ამყარ ს კონტროლი და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ობიექტებზე, სალონებზე, ავტოსადგურებზე და იმ ობიექტებზე, რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი გავლენა იქონიონ ადამიანის ჯანმრთელობაზე;

ვ) აწარმოოს ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, გადაბელვაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე.

    მუხლი 4. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) სამსახურის საქმიანობაზე ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებელს;

გ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომელთა შორის;

 დ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) უშუალოდ წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს.

  მუხლი 5 . დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.