დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №387 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 26/03/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.002.002.162 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №99
2003 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №387 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მიღებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წინადადება, რომ მისი 2002 წლის 8 ნოემბრის №86 გადაწყვეტილების საფუძველზე შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №387 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და II თავის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კოორდინაციას უწევს საქართველოს ენერგოსისტემის ურთიერთობას მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან, მათ შორის კავშირების აღდგენას; აწარმოებს ელექტროენერგიის ურთიერთგადადინების (ექსპორტ-იმპორტი) დისპეტჩერიზაციას“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები