საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 25/03/2003
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.05.002.002
  • Word
94
24/03/2003
სსმ, 23, 25/03/2003
190.040.000.05.002.002
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №94

2003 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3  პუნქტის შესაბამისად, საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციონირებისა და მატე­რიალურ-ტექნიკური პირობების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონით ზემოხ­სენებული დეპარტამენტის მიერ მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლების 70 პროცენტი მიმართულ იქნეს ხაზინაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალური ხარჯების ანგარიშზე, ხოლო 30 პროცენტი – საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

ე. შევარდნაძე