"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 140111, 14/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016014
  • Word
40
27/12/2010
ვებგვერდი, 140111, 14/01/2011
010260020.35.105.016014
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 40

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის 32 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   შესაბამისად , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“   ზუგდიდის მუნიციპალიტტეის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის 35 დადგენილების დანართ №1–ში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები,  კერძოდ:

1. დებულების მე -6 მუხლიდან ამოღებულ იქნას ,,ჟ, რ, ს, ტ, უ, ფ და ქ“  პუნქტები.

2. დებულების მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი პუნქტები:

,,ნ) გამგეობის მომსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ო)   გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა -წარმოებას, საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა მომსახურების მიხედვით;

პ)    ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მომსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას;

რ)   გამგეობის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურის ჩატარების ორგანიზებას;

ს) გამგეობის მუნიციპალიტეტის მომსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;

ტ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;

2. დადგენილება  ამოქმედდეს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        ლ. კონჯარია