დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №205 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 12/03/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.170.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება N73
2003 წლის 8 მარტი
ქ.თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის
მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის N134 ბრძანებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის N205 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის N134 ბრძანებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის N205 ბრძანებულების ტექსტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის არასაპროექტო ნაწილით გამოყოფილი თანხის ათვისებასთან დაკავშირებული და ორგანიზაციული ღონისძიებები მმართველმა ორგანომ განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს“ მეშვეობით“.
2. ბრძანებულებით დამტკიცებულ „იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის 1999 წლის 4 მარტის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის ათვისების მექანიზმის“ 1-ლი პუნქტის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მმართველი ორგანო გრანტის ათვისებასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო და ორგანიზაციულ ღონისძიებებს განახორციელებს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო“) მეშვეობით“.
3. ბრძანებულებით დამტკიცებულ გრანტის ათვისების მექანიზმის ტექსტში ყველგან სიტყვები „საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს „საქართველოს საინვესტიციო ცენტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო“, ხოლო სიტყვა „ცენტრი“ - სიტყვით - „სააგენტო“.
ედუარდ შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები