„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებასა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებასა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 07/03/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002
  • Word
72
05/03/2003
სსმ, 17, 07/03/2003
010.340.000.05.002.002
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებასა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №72

2003 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებასა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში რეფორმირებისათვის საფუძვლების მომზადებისა და საქმიანობის ორგა­ნიზაციის გაუმჯობესების მიზნით:

1. „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულე­ბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) დებულების II თავის მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინის­ტროსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ორგანიზებულ დანაშაულობასთან, კორუფციასთან და ნარკობიზნესთან, აგრეთვე საერთაშორისო დანა­შაულთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება“;

ბ) IV თავის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი“;

გ) დებულების V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ V. სამინისტროს სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოები, მათი ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

18. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები არიან:

ა) კონტრშპიონაჟის დეპარტამენტი;

ბ) კონტრტერორისტული დეპარტამენტი;

გ) საგამოძიებო დეპარტამენტი;

დ) კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარტა­მენტი;

ე) კონსტიტუციური წყობილების დაცვის დეპარტამენტი;

ვ) სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

ზ) სამინისტროს ადმინისტრაცია;

თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;

ი) უშიშროების საკითხებში ოფიცერთა და სახელმწიფო საიდუმ­ლოების დაცვის დეპარტამენტი;

კ) უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ლ) ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტი;

მ) საკადრო უზრუნველყოფისა და სასწავლო-სამეცნიერო დეპარტა­მენტი;

ნ) სპეციალური ოპერაციების ცენტრი;

ო) დადგენისა და ძებნის ცენტრი;

პ) რადიოკონტრდაზვერვის ცენტრი.

19. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშრო­ების სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სა­მი­ნისტრო;

გ) ქალაქ თბილისის სამმართველო;

დ) რეგიონალური სამმართველოები.

20. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა აკადემია.

21. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:

ა) კონტრშპიონაჟის დეპარტამენტი ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმო­მადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;

ბ) კონტრტერორისტული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ტერო­რიზმის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, საერთაშორისო ნარკო­ბიზნესის, იარაღით, კერძოდ, მასობრივი მოსპობის იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისი კომპე­ტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინა­აღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;

გ) საგამოძიებო დეპარტამენტი ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას და უზრუნველყოფს დროებითი ყოფნის იზო­ლა­ტორის ფუნქციონირებას;

დ) კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარ­ტამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირების მართლსა­წინააღმდეგო ხელის შეშლის, ეკონომიკურ სისტემებში ორგანიზებული დამნაშავეობის, კო­რუფ­ციის, უცხოეთის სპეცსამსახურების ინტერესების გამოვლენა-აღკვე­თასა და ნეიტრალიზებას;

ე) კონსტიტუციური წყობილების დაცვის დეპარტამენტი სპეცსამ­სახურის საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იცავს სახელმწიფოს კონსტიტუციურ სისტემას და ხელისუფლებას არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან;

ვ) სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს სამ­ხედ­რო ძალებისა და სხვა შეიარაღებული ფორმირებების კონტრდა­ზვერ­ვით უზრუნველყოფას;

ზ) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საინფორმაციო ბანკის შევსება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი, სამი­ნისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია, საერთა­შორი­სო და საზოგადოებასთან ურთიერთობების ორგანიზება, სამინისტროს ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება, ოპერატიული აღრიცხვის, საკანცელარიო და საარქივო საქმიანობის წარმოება;

თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს ოპერატიული სამსახურების საქმიანობა სპეციალურ ოპე­რატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელებით, აგრეთვე საექსპერ­ტო-კრიმინალისტიკური ლაბორატორიის ფუნქციონირება;

ი) უშიშროების საკითხებში ოფიცერთა და სახელმწიფო საიდუმ­ლოების დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლო­ების დაცვას. დეპარტამენტში შედიან აგრეთვე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ინიშნებიან სახელმწიფო უშიშრო­ებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგა­ნოებსა და დაწესებულებებში და ახორციელებენ სამინისტროს საქმია­ნობის ძირითად მიმართულებებს.

იმ უწყებათა და დაწესებულებათა ჩამონათვალი, სადაც ინიშნებიან ოფიცრები უშიშროების საკითხებში, განისაზღვრება ამ დებულებით (იხ. დანართი), ცალკეულ შემთხვევებში ოფიცრები უშიშროების საკითხებში შეიძლება დაინიშნონ სახელმწიფო უშიშროების მინისტრისა და შესაბა­მისი უწყებისა და დაწესებულების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელის შეთანხმებით;

კ) უზრუნველყოფის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სატელეკომუნიკაციო (ღია თუ დახურულ) მომსახურებას, მათ შორის უმაღლეს სახელმწიფო ორგა­ნოებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატე­ლე­ფონო „მაღალი სიხშირის“კავშირით;

ლ) ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტი უზრუნ­ველყოფს სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის ინსპექტირებასა და შიდა კონტრდაზვერვის უშიშროებას;

მ) საკადრო უზრუნველყოფისა და სასწავლო-სამეცნიერო დეპარტა­მენტის კომპეტენციაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და­კომპ­ლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავ­ლე­ბის, სამხედრო სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრ­ძოლო-ფიზიკური მომზადებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის, ოპერატი­ული ქვედანაყოფების საქმიანობის სამეცნიერო, მეთოდოლო­გიური უზრუნველყოფა, აგრეთვე სპეციალური საშუალებების შექმნა და მოდერ­ნიზაცია;

ნ) სპეციალური ოპერაციების ცენტრის დანიშნულებაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა;

ო) დადგენისა და ძებნის ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს გარე მეთვალყურეობას, პიროვნების იდენტი­ფიკაციისა და ძებნის ფუნქციას;

პ) რადიოკონტრდაზვერვის ცენტრის დანიშნულებაა კანონმდებ­ლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი.

21. ოპერატიულ სტრუქტურებს აქვთ თავიანთი ანალიტიკური ქვედა­ნაყოფები, ამასთან სამინისტროს ანალიტიკური საქმიანობის კოორდი­ნაცია ხორციელდება სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ.

22. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს ცალკეულ ქვედანაყოფთა დასახელება, შინა­განი სისტემა და კომპეტენცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. მათ დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.

23. სამინისტროს საიდუმლო ნორმატიული აქტები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვთ სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში.

24. სამინისტროს დებულება და სტრუქტურა მოქმედებს უწყების საერთო რეფორმირებამდე“.

დ) დებულების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი

იმ უწყებათა და დაწესებულებათა ნუსხა, სადაც ინიშნებიან ოფიცრები უშიშროების საკითხებში

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამი­ნისტრო

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო

6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო

7. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო

8. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო

9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

11. საქართველოს კონტროლის პალატა

12. საქართველოს ეროვნული ბანკი

13. სახელმწიფო დეპარტამენტი „საქსტანდარტი“

14. სს „თბილგაზი“

15. ქალაქ თბილისის მერია

16. სს „მეტროპოლიტენი“

17. სს „საქნავთობი“

18. სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი

19. სს „თბილსრესი“

20. „საქაერონავიგაცია“

21. სს „აეროპორტი თბილისი“

22. კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი

23. საავიაციო გაერთიანება „ავიამშენი“

24. სს „საქართველოს რკინიგზა“

25. ქუთაისის აეროპორტი

26. სენაკის აეროპორტი

27. ფოთის ნავსადგური

* შენიშვნა: უშიშროების საკითხებში ოფიცერთა რაოდენობა და სტატუსი განისაზღვრება უწყების ხელმძღვანელთან შეთანხმებით“.

2. „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებუ­ლების IX თავის 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;

დ) სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

ე) ცენტრის უფროსი;

ვ) ცენტრის უფროსის მოადგილე;

ზ) სამინისტროს სამმართველოს უფროსი;

თ) სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ი) თბილისის სამმართველოს უფროსი;

კ) თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ლ) სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი;

მ) სამინისტროს დამოუკიდებელი განყოფილების უფროსი;

ნ) ქ. ფოთის საქალაქო განყოფილების უფროსი;

ო) ბიუროს უფროსი;

პ) ბიუროს უფროსის მოადგილე;“.

ე. შევარდნაძე